workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”სევილია”. როსელი მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”სევილია”. როსელი მატჩის შემდეგ

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა მადლობა გადაუხადა მაყურებლებს, რომლებიც ”ნოუ კამზე” მხურვალედ გულშემატკივრობდნენ ”ბარსას”.

გულშემატკივრებმა შთააგონეს გუნდი 
”გუნდი და მისი გულშემატკივარი 10 ქულას იმსახურებს. მათ სტადიონზე შესაიშნავი ატმოსფერო შექმნეს და დაეხმარნენ ფეხბურთელებს მოქმედებაში. გუნდმა შთააგონა გულშემატკივრები, ხოლო მათ გუნდი”!

ვილიასთან დაკავშირებით პეპი მართალი იყო
ეს თამაში ვილიასთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. მან 2 შესანიშნავი გოლი გაიტანა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გვარდიოლა მართალი აღმოჩნდა როდესაც გულშემატკივრებს პირდებოდა, რომ ვილია გოლების გატანას დაიწყებდა.

წინ დაძაბული თვეა
წინ გუნდს ელოდება ძალიან რთული ნოემბერი, რომლის მთავრი მომენტი იქნება ”ნოუ კამზე” მადრიდის ”რეალის” სტუმრობა. პრეზიდენტი თვლის, რომ გუნდი მთელი წელი ესეთი დაძაბული გრაფიკით თამაშობს: ”ჩვენ კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ საკუთარ სამუშაოზე, გავაგრძელოთ მოგებები და 3 ქულის აღებები”.

”კოპენჰაგენი”
შემდეგი გამოცდა გუნდისთვის იქნება ჩემპიონთა ლიგაზე, ”კოპენჰაგენთან” გასვლითი მატჩი. ”ეს ადვილი მატჩი არ იქნება, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. გუნდი ფორმაში შედის. დანიაში დადებითი შედეგის მიღწევაში ჯგუფიდან გასვლაზე საფიქრალი აღარ გვექნება”.

შეხვედრა გვარდიოლასთან
პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ამ კვირაში შეხვდა ხოსეპ გვარდიოლას და ანდონი სუბისარეტას. ”ჩვენ მუდმივად ვხვდებით ერთმანეთს, სადაც განვიხილავთ რა გამოგვდის და შემდეგ რა არ გამოგვდის. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ. ეს კლუბს უკეთესად ფუნქციონირებაში ეხმარება”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward