workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი:  “სხვისი კომენტარები არ გვაინტერესებს”

მესი: “სხვისი კომენტარები არ გვაინტერესებს”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი კმაყოფილია გუშინდელი თამაშით, რომელშიც “ბარსელონამ” “სევილია” 5:0 დაამარცხა, ხოლო არგენტინელმა ამ მატჩში დუბლი გაიფორმა.
“მატჩში მთლიანად ჩვენ ვდომინირებდით. ჩვენ თამაშის რიტმი არ დაგვიგდია და ლამაზი გოლებიც გავიტანეთ. მინდა აღვნიშნო, რომ თამაში სულ უფრო და უფრო რთულდება, რადგან ჩვენ გვაყვს ძლიერი მეტოქეები, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და თამაშები იგივე სულისკვეთებით ჩავატაროთ. რაც შეეხება სხვადასხვა კომენტარებს, რომელთაც ჩვენს შესახებ კეთდება, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც ყოველთვის და ვართ ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს, ამიტომ სხვა კომენტარებს ჩვენ თავს ვარიდებთ.” – განაცხადა მესიმ “AS”-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში