workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” დეულოფეუს “ევერტონში” გაყიდის და გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებს

“ბარსა” დეულოფეუს “ევერტონში” გაყიდის და გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებს

თუ კატალონიურ Sport-ს დავუჯერებთ, “ბარსელონა” მზადაა გუნდის ახალგაზრდა შემტევი ჟერარ დეულოფეუ “ევერტონში” გაყიდოს და 21 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვოს.

დეულოფეუ “ბარსას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2013/14 წლების სეზონი მან “ევერტონში” არენდით გაატარა, მომდევნო სეზონში კი “სევილიაში” ირიცხებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ევერტონი” დეულოფეუს მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს, მაგრამ ლივერპულელებს, ამჯერად, მისი ყიდვა სურთ. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შეთანხმებას მალე მიაღწევენ. დეულოფეუ “ევერტონთან” კონტრაქტს 3+1 სისტემით გააფორმებს. ინგლისელები მასში 6 მილიონ ევროს გადაიხდიან. “ბარსელონას”, 2016 წელს, ფეხბურთელის 9 მილიონად, ხოლო 2017 წელს 12 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward