არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი მიიჩნევს, რომ “ალბისელესტეს” ლიდერს, ლიონელ მესის, კოპა ამერიკაზე თამაში გაუჭირდება.
“სამხრეთამერიკელი მცველები თავისებურად ეშმაკურად თამაშობენ. ურუგვაელები, პარაგვაელები… ისინი ევროპელი მცველებისგან განსხვავდებიან. ყველას გვინდა, რომ მესიმ თავისი ფეხბურთი აჩვენოს, მაგრამ მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. მესის ძალიან ძლიერ მეტოქეეთაბთან თამაში მოუწევს.”