workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა: “მესის ჩემსავით ვერავინ გაუგებს.”

მარადონა: “მესის ჩემსავით ვერავინ გაუგებს.”

ეს ინტერვიუ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულის 50 წლის იუბილისთვის იყო მიძღვნილი, მაგრამ დიეგომ ტრადიცია არ დაარღვია და ლიონელ მესი კიდევ ერთხელ შეაქო რამდენიმე სიტყვით.

 არმანდომ არგენტინულ “Olé”-სთან განაცხადა, რომ ლიონელის გაწვრთნა მისის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და აღსანიშნავი მოვლენა იყო. “მის გვერდით თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობდი. ამას არა მარტო მე, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანი იტყოდა. ახლა ჩეჩე(სერხიო ბაპტისტა, არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი) ამბობს, რომ მესი ბედნიერია, მაგრამ ეს ბედნიერება მოჩვენებითია, რადგან ჩეჩეს გვერდით თავს ბედნიერად მსოფლიოს ყველაზე ოპტიმისტი ადამიანიც კი ვერ იგრძნობს.” – აცხადებს დიეგო. “გულს ნუ მიწყალებთ. მე მას პატივს ვცემდი, სანამ თვითონ მცემდა პატივს. ახლა მე ბევრი დრო მაქვს, როგორმე მოვახერხებ ბარსელონაში ჩასვლას და ლეოსთან მამაშვილურად საუბარს.”

 მესისთან ბოლო საუბრის გახსენებისას, მარადონამ თქვა: “ლეოს ზუსტად ის გადახდა თავს, რაც მე წლების წინ გავიარე ოჯახში, მოედანზე თუ კლუბებში. მე მას ჩემი გამოცდილება გავუზიარე. სამხრეთ აფრიკაში სულ სხვა მუნდიალი ჩატარდა, რადიკალურად განსხვავებული 1986 წლის მუნდიალისგან. ადრე ზურგს 10 უძლიერესი ფეხბურთელი მიმაგრებდა, სწორედ ამიტომ მავახერხე გაბრწყინება. დღევანდელი მესი უპრობლემოდ შეძლებდა ჩემი მიღწევების გამეორებას 14 წლის წინ.”

 მარადონამ ასევე გაიხსენა მესის რეაქცია გერმანიასთან მატჩის შემდეგ, რომელიც სამხრეთ ამერიკელებმა 4-0 დათმეს: “როდესაც გრონდონა ელაპარაკებოდა ლეოს, თქვენ უნდა გენახათ როგორ ტიროდა იგი. ამის წარმოდგენა შეუძლებელია. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კუნთან(აგუეროსთან) და მაქსისთან ერთად. მე მთხოვეს დავრჩენილიყავი და მე ვუპასუხე, რომ დავფიქრდებოდი. მთელი კოლექტივი ერთად დავბრუნდით სამშობლოში თავაწეულები, მაგრამ ერთ კვირაში უკვე მომხსნეს მწვრთნელის თანამდებობიდან.”

 დიეგომ კიდევ ერთი საინტერესო რამ განაცხადა. არგენტინელის თქმით, მისი კარიერის საუკეთესო მომენტი ინგლისის კარში გატანილი გოლი იყო 1986 წელს, როდესაც ნახევარი გუნდი მოატყუა და ბურთი ბადეში გაახვია, შემდეგ კი მან აღნიშნა, რომ ნომერ მეორედ 1983 წელს “ელ კლასიკოში” გატანილ გოლს განამწესებდა. “კარგად მახსოვს ეს გოლი. მეკარე ადვილად მოვატყუე და კარის წინ მარტოდმარტო აღმოვჩნდი. ამ დროს ჩემსკენ მადრიდელთა მცველი, ხუან ჟოზე მოჰქროდა და წამიერი დაყოვნებით იგი თავიდან ავიცილე. არ დამინახავს, მაგრამ მივხვდი რომ იგი ძელს უხერხულად და ძალიან მტკივნეულად შეასკდა. შემდეგ კი უპრობლემოდ შევაგდე ბურთი კარში. “ბერნაბეუს” ცენტრში მე ხუანს ბოდიში მოვუხადე იმის გამო რაც დავმართე, მან კი ჯოჯოხეთში მოხვედრა მისურვა.” – ირონიულად იხსენებს არგენტინელი.

აქვე გთავაზობთ “ელ კლასიკოში” დიეგოს მიერ გატანილ გოლს:
[media=http://www.youtube.com/watch?v=bWA_4C1Rjag] 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში