კატალონიის “ბარსელონამ” დღეს დილით “კამპ ნოუზე” ბოლო ვარჯიში ჩაატარა, “სევილიასთან” მატჩამდე. დღევანდელ მატჩისათვის “ბარსას” განაცხადში 19 კაცია. გუნდის განაცხადშია შეყვანილი “ბარსა ატლეტიკის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა, მაგრამ ტრავმის გამო არ იქნება ჯეფრენ სუარესი, რომელიც როგორ ამ მატჩს ასევე მომდევნო რამდენიმე მატჩს გამოტოვებს. მან ტრავმა ესპანეთის თასზე, “სეუტას” წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ჩავიმ, რომელმაც ბოლო ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, შეიძლება დღეს დაუბრუნდეს მოედანს: ” ჩავი თავს მშვენივრად გრძნობს, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ იგი შეძლებს 90 წუთი თამაშს. რაც შეეხება გაბი მილიტოს, იგი გამოკეთდა და დღეს იქნება გუნდის განაცხადში,” განაცხადა გვარდიოლამ.

ბოლო ვარჯიში “სევილიასთან” მატჩამდე
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


