დღეს “ბარსას” ფეხბურთელებმა “სევილიასთან” მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში გამართეს. დღევანდელ ვარჯიშში პირველი გუნდის 18 ფეხბურთელთან ერთად მონაწილეობა ტიაგო ალკანტარამ მიიღო.
“სამეფო თასის” პირველი მატჩის შემდეგ გუნდს მთელი ყურადღება “სევილიასთან” მატჩზე აქვს გადატანილი. ხვალ “ბარსას” მძიმე გამოცდა ელის, რომლისთვისაც ფეხბურთელები მაქსიმალურად ემზადებიან. “სევილია” დივიზიონის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია და მათთან “ხუმრობა” არ შეიძლება.
ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ტრავმირებულ ხეფრენს. შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა “სეუტასთან” მატჩში მიიღო. გუნდთან ერთად ივარჯიშეს ჩავიმ და მილიტომ, რომლებსაც ბოლო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ. პირველ გუნდთან ერთად ტიაგო ალკანტარამ კიდევ ერთხელ ივარჯიშა. ვალდესი კი ვარჯიშს გუნდთან ერთად დაუბრუნდა.
ამ ვარჯიშზე პეპ გვარდიოლამ აქცენტი ბურთის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე გააკეთა.



