მადრიდის “რეალის” ყოფილმა ბრაზილიელმა მცველმა, რობერტო კარლოსმა გამოთქვა თავისი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის ოქროს ბურთი 2010 წლის მიხედვით. ბრაზილიელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ სხვა არც ერთი მოთამაშე არ იმსახურებს ოქროს ბურთს, გარდა კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტასი.
“ინიესტას გარდა ამ ჯილდოს არავინ იმსახურებს. არა მარტო იმის გამო, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიტანა გადამწყვეტი გოლი, არამედ ინიესტას აქვს ძალიან კარგი კარიერა “ბარსელონაში” და ის არის მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი.” – განაცხადა რობეტო კარლოსმა

რობერტო კარლოსი:”ოქროს ბურთს ინიესტა იმსახურებს”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


