workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები გულშემატკივრებს ”კამპ ნოუზე” უხმობენ

ფეხბურთელები გულშემატკივრებს ”კამპ ნოუზე” უხმობენ

დღეს ”ბარსელონამ” თავის გულშემატკივრებს გააცნო ახალი კამპანია, რომელიც ჩვენთვის უცხო არაა, რადგან თითქმის ყოველი მნიშვნელოვანი თამაშის წინ ისინი მოგვიწოდებენ მოედანზე მისვლისკენ. ”ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს”- ეს არის ახალი კამპანიის სლოგანი, რომლითაც უკვე ყველაფერია ნათქვამი. ფეხბურთელები სავსენი არიან კლუბის მიერ ერთგულებით და თავდადებით, ამიტომ ყველაფერს გაიღებენ გამარჯვების მოსაპოვებლად.

წინა სეზონში ”ბარსას” ფეხბურთელებმა ხელებზე სხვადასხვა ფორმის ტატუ გამოისახეს და სურათები გადაიღეს, თუმცა მათი შინაარსი ერთი და იგივე იყო და ყველა მათგანი ფანებისადმი იყო მიძღვნილი. ასეა წელსაც, ისინი ჩვენ გვეძღვნება.

ასევე გაკეთდა სპეციალური ვიდეო რგოლი, რომელშიც მონაწილეობას მესი, პედრო და ინიესტა იღებენ. ასეთ ვიდეოს სხვა ფეხბურთელების მონაწილეობითაც მალე შემოგვთავაზებენ.

კამპანიის მიზანი კი ერთია, ”კამპ ნოუ” ყოველ თამაშზე სავსე უნდა იყოს გულშემატკივრებით. მაგრამ ჩემი აზრით ამას არ სჭირდება რაიმე სპეციალური კამპანია, ”კამპ ნოუ” თითქმის ყოველთვის სავსეა და ტრიუნებიდან მუდამ ისმის ”ბლაუგრანას” ჰიმნი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში