ვარჯიში “სიუტატ ესპორტივაზე”

ვარჯიში “სიუტატ ესპორტივაზე”

დღეს “ბარსას” ფეხბურთელებმა “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში გამართეს, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ სათამაშოდ სეუტაში იყვნენ ჩასულები…

“ბარსას” თვითმფრინავი ბარსელონაში გვიან ღამით დაეშვა, მაგრამ პეპ გვარდიოლა და მისი ასისტენტი, ტიტო ვილანოვა თავისუფლები იყვნენ და მზად იყვნენ გაემართათ ვარჯიში, სადაც “ბარსას” პირველი გუნდის 7 ფეხბურთელთან ერთად ახალგაზრდული გუნდების 14 ფეხბურთელი მიიღებდა მონაწილეობას.

ალვეში, ბუსკეტსი, ვილია, ინიესტა, მესი, ვალდესი და პიკე ვარჯიშზე პირველები გამოცხადნენ. გახურების შემდეგ ყველა ფეხბურთელმა, ვალდესის გარდა ფიტნეს ვარჯიშები ჩაატარეს. ვალდესმა თავის მწვრთნელთან, კარლეს ბუსკეტსთან ერთად მეკარის სპეციალური ვარჯიშები გააკეთა.

პირველ გუნდს 14 ფეხბურთელი სარეზერვო გუნდებიდან დაემატა: როჩინა, რივეროლა, ბენხა, ილიე, ტელიო, ედუ, ორიოილი, რომეუ, საული, კარმონა, სორიანო, მონტოია, ვასკესი, პლენასი და მინიო. ეს უკანასკნელი კი გუშინდელ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ დღევანდელ ვარჯიშზე მაინც გამოცხადდა.

ტრავმირებულ ჩავისა და მილიტოს “სიუტატ ესპორტივაზე” არ უვარჯიშიათ. მათ ისევე როგორც წინა დღეებში, ვარჯიში ტრენაჟორებთან არჩიეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი