“ესპანიოლთან” გამართული შეხვედრა “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესისთვის საიუბილეო აღმოჩნდა. მან ესპანეთის ჩემპიონატში მე-500 მატჩი ჩაატარა.
რეკორდსმენი, ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, “ბარსელონას” ლეგენდარული მეკარე ანდონი სუბისარეტაა (622). სუბისარეტას გარდა, ჩავიზე მეტი შეხვედრა ლა ლიგაში შემდეგ ფეხბურთელებს უთამაშიათ: რაული (550), ეუსებიო საკრისტანი (543), ფრანსისკო ბუიო (542), მანოლო სანჩისი (523), იკერ კასილიასი (506), მიგელ სოლერი (504).
ჩავი, რაულის, სანჩისისა და კასილიასის შემდეგ, გახდა მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც პრიმერაში 500 მატჩი ერთი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა.
