ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი “ბარსელონას” აქებს და აცხადებს, რომ კატალონიელებს მისაბაძი გუნდი ჰყავთ.
“ბარსა” სამაგალითო გუნდია. ეს საუკეთესო კლუბია როგორც ისტორიულად, ასევე დღესდღეისობითაც. გარდა ამისა, კატალონიელები საუკეთესო პოზიციურ ფეხბურთს თამაშობენ.” – განაცხადა ურუგვაელთა დამრიგებელმა.