workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანიელთა შეშფოთება

დანიელთა შეშფოთება

საფეხბურთო კლუბ “კოპენჰაგენის” ხელმძღავნელობამ შეშფოთება გამოხატა ხოსე მანუელ პინტოს საქციელის გამო და ფიფას ოფიციალური წერილითაც მიმართა, რათა დასაჯონ “ბარსას” კიპერი “ფეირ პლეის” წესების დარღვევისთვის.
დღეს დანიელებმა ოფიციალურ ვებ–გვერდზე მიმართვაც გამოაქვეყნეს: “ყურადსაღებია ეს ფაქტი, რადგან ამ ფეხბურთელმა თავისი საქციელით გამოხატა არა მხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდის, არამედ თავად ფეხბურთის, როგორც სპორტის სახეობის დაუფასებლობა”. ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ მოხერხებულად აკეთებს ხოსე მანუელ პინტო მსაჯის სასტვენის იმიტაციას და რომ არა პინტოს ხრიკები, შესაძლოა “კოპენჰაგენის” ბრაზილიელი თავდამსხმელი სანტინი, მეკარის პირისპირ, ერთი–ერთზე აღმოჩენილიყო.
მსგავსი სიტუაციები მხოლოდ ღიმილს ჰგვრის ფეხბურთის გურმანებს და ფიფას ყოველგვარი ჩარევის გარეშე ბარდება წარსულს, მაგრამ თუ პორტუგალიურ გამომცემლობას “O Jogo”-ს ინფორმაციას დავეყრდნობით, ფიფამ მალე “კონსილიუმი” უნდა შეკრიბოს და “მგალობელი” კიპერის ბედი გადაწყვიტოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში