ესპანური რადიოს, “Cadena SER”–ის ცნობით, რამდენიმე ევროპული გრანდი
დაინტერესებულია “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელით, ბოიან კრკიჩით(20)…
ესპანური წყაროების ცნობით, “ბარსას” ახალგაზრდა თავდამსხმელით, ბოიან კრკიჩით დაინტერესებულნი არიან ისეთ გრანდები, როგორიცაა იტალური “იუვენტუსი” და “ინტერი”, ხოლო “პრემიერ ლიგიდან”, ლონდონის “არსენალი. ამ გუნდებს მისი ყიდვის ან იჯარით აყვანის შანსი ზამთრის სატრანსფერო სეზონზე ექნებათ, მაგრამ ეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც “ბარსას” დამრიგებელს, პეპ გვარდიოლას მის მიმართ დიდი სიმპატია გააჩნია.