გუშინ, 28 დეკემბერს, კატალონიის ნაკრები ბასკეთის ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
კატალონიის ნაკრებს “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ხერარდ ლოპესი წვრთნის. მან, ბასკეთთან შეხვედრისთვის, “ბარსელონას” 9 ფეხბურთლს უხმო.
მარკ ბარტრამ, ხერარდ პიკემ, ხორდი ალბამ, ჩავი ერნანდესმა, სერხიო ბუსკეტსმა და ჟერარ დეულოფეუმ თამაში სასტარტო შემადგელონაში დაიწყეს. ბარტრა, პიკე და დეულოფეუ 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ალბა, ჩავი და ბუსკეტსი – მე-60 წუთზე. თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთვნენ მონტოია და სერხი რობერტო, ხოლო 15 წუთით გვიან – სერხი სამპერი. კატალონიის ნაკრებში ასევე ითამაშეს “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელებმა, ანდრეუ ფონტასმა, სერხი გომესმა, ვიქტორ სანჩესმა და სერხიო გარსიამ. კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ გარსიამ გაიტანა, რომელმაც პიკეს გადაცემა გამოიყენა.