workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესის ხუთი დასამახსოვრებელი ფაქტი მისი ცხოვრებიდან

ვალდესის ხუთი დასამახსოვრებელი ფაქტი მისი ცხოვრებიდან

”ბარსელონას” მეკარემ ვიქტორ ვალდესმა ”ბარსას”ოფიციალურ საიტს მისცა ინტერვიუ, სადაც გაიხსენა მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტიები მისი ცხოვრებიდან. ვიქტორი უკვე რვა წელია, რაც ”ბლაუგრანას” ძირითადი მეკარეა, ეს რა თქმა უნდა დიდი მიღწევაა 28 წლის ასაკში.

”თუ მე არ მოვხვდებოდი ფრენკ რაიკაარდთან, მე არ ვიქნებოდი ”ბარსას” მეკარე”.

”იმ დროს,როდესაც მე სტადიონზე მისტვენდნენ რაიკაარდი მაინც მენდობოდა და მაძლევდა თამაშის შანსს. იმ დღეს როდესაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ მან ასეთი სიტყვები მითხრა: ”არ შევმცდარვარ შენ რომ აგირჩიე, ახლა ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ”. მე მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. იმ სეზონში მხოლოდ რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ ჩემს მიმართ კრიტიკა მაინც არ წყდებოდა, მე საკუთარი თავის რწმენა არასდროს დამიკარგავს, სწორედ ამან განაპირობა, რომ იმ წელს პარიზში ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართეთ.მე რაიკაარდისგან ბევრი რამ ვისწავლე.

”გუარდიოლასთან ერთად ”ბარსა” ყოველთვის გამარჯვებული იქნება”

”პეპი ძალიან ჰგავს მასწავლებელს, ყოველ ვარჯიშზე რაღაც ახალს ვსწავლობთ მისგან. მან გვასწავლა როგორ შეიძლება თამაშისგან მიიღო სიამოვნება. მისი ფილოსოფიით მეკარე თამაშის გასაღებია. ის საუკეთესო მწვრთნელია, მას დიდ პატივს ვცემ. პეპი ”ბარსელონას” სიმბოლოა. მინდა გუარდიოლა გუნდში დიდხანს დარჩეს, მასთან ერთად ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით.”

”ანდრესი ჩემთის ძმასავითაა. მაშინ ისე მიხაროდა თითქოს გოლი მე გავიტანე”

”ამ თამაშის განმავლობაში უცნაური განწყობა მქონდა. ჩელსის უამრავი შანსი ჰქონდა, თუმცა საბედნიეროდ მათი გამოყენება ვერ შეძლეს. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგვეძლო ფინალში გასვლა და ჩვენ ეს თამაშის ბოლოს მოვახერხეთ. როდესაც ანდრესმა გოლი გაიტანა სიხარულით კინაღამ გავგიჟდი, იმიტომ რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, ძმასავითაა ჩემთის, მას ბავშვობიდან ვიცნობ ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ. ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს და წარმოიდგინეთ რას ვიგრძნობდი როდესაც ”სტემფორდ ბრიჯზე” ანდრესმა გოლი გაიტანა. ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და მას ეკუთვნის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

” არ მინდოდა მეკარეობა-შეიძლება ითქვას, რომ  18 წლამდე ვიტანჯებოდი ამის გამო”

არ მინდოდა ვყოფილიყავი მეკარე. თავს ყოველთვის ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ არ მკითხოთ რატომ, არ მსიამოვნებდა თამაში. როდესაც 18 წლის გავხდი ჩემს თავს ვუთხარი:”აღარ მინდა ამის გაკეთება”. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ვერასოდეს შევძლებდი გავმხდარიყავი პროფესიონალი მეკარე. მაგრამ ხალხი მეუბნებოდა, რომ შემეძლო პიკისთვის მიმეღწია. თერაპიის კურსებზე დავიწყე სიარული, ეს დამეხმარა დამესრულებინა ეს სისულელეები და ყველაფრისთვის სხვაგვარად შემეხედა. მას შემდეგ მე ვცხოვრობ ჩემი პროფესიული ინტერესებით, ჩემი პროფესიით ყოველდღე სიამოვნებას ვიღებ.”

”ნაკრებში გამოძახება ჩემთვის სიურპრიზი იყო”

”იმ დღეს, როდესაც დელ ბოსკემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა წაყვანასაც აპირებდა მუნდიალზე, მე და ჩემს მეუღლეს ბავშვი ექიმთან გვყავდა წაყვანილი. ამ დროს ტელეფონზე ესემესი მომივიდა ანდრესისგან. არ მინდოდა მისი წაკითხვა, რადგან მეგონა, რომ ანდრესი შემატყობინებდა ჩემს ნაკრების გარეთ დარჩენას. როდესაც ესემესი წავიკითხე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, გახარებული ვიყავი, როგორც პატარა ბავშვი.ესპანეთს ბევრი კარგი მეკარე ყავს და მათგან მხოლოდ სამის გამორჩევა ძალიან ძნელია. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები დელ ბოსკესიე, მე გავიგე თუ რა შესანიშნავი ადამიანი ყოფილა ის. მან მაგრძნობინა, რომ ვიყავი გუნდის ნაწილი. გუნდში ყველა დამეხმარა, ამისთვის დიდი მადლობა მათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში