ანდონი რამალეტსი და ვოქტორ ვალდესი ”ბარსელონას” ცოცხალი ლეგენდები,”ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეები არიან. მათი შეხვედრა ორივესთვის ძლიან მნიშვნელოვანი იყო, მათ ერთმანეთს გაუზიარეს ის დიდი გამოცდილება, რომელიც ”ბლაუგრანაში” მიიღეს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ვალდესმა 288 მატჩი ჩაატარა ”ბარსელონაში” და მოხსნა რამალეტსის რეკორდი.
ანდონი რამალეტსი: ”ძალიან მიხარია, რომ ვიქტორმა ჩემზე მეტი მატჩის ჩატარება შეძლო. რეკორდები იმიტომაა გამოგონილი, რომ ვინმემ დაამხოს. ”ბარსელონა” არ შემცდარა, როდესაც ვიქტორს ნდობა გამოუცხადა, ვიცოდი, რომ ის ამას მიაღწევდა.”
ვალდესი უკვე რვა წელია, რაც ”ბარსას” პირველი გუნდის მეკარეა, მას ამ სეზონში შეუძლია შექმნას ახალი ისტორია. თუ ვიქტორმა ამ სეზონში 301 მატჩის ჩატარება მოახერხა, ის ასევე დაამხობს ანდონი სუბისარეტას რეკორდს. ”ჩემთვის ისინი ისტორიული პიროვნებები არიან, მე მათ დიდ პატივს ვცემ და ვპირდები, რომ არასოდეს ვუღალატებ ”ბლაუგრანას” ფერებს.”-ამბობს ვიქტორ ვალდესი.
”ბარსას” გოლკიპერს არ უნდოდა დაეკარგა შესაძლებლობა პირადად გასაუბრებოდა რამალეტსს და გამოეხატა ის სიყვარული, რომელსაც მის მიმართ გრძნობს: ”ანტონიმ დამანახა, რომ ყოველთვის უნდა ვენდობოდე ჩემს თავს, ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.”
