ლონდონის “არსენალის” რუსი ფეხბურთელი, ანდრეი არშავინი აღფრთოვანებულია “რუბინის” ასპარეზობით. მან შეაქო მთელი გუნდი და ამ კლუბის დაცვით სტილს ხაზი გაუსვა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ კატალონიაში “რუბინი” ვეღარ გაუძლებს ამხელა ზეწოლას და დამარცხდება.
“ყაზანელებს წინააღმდეგობის გაწევა უდიდესი დისციპლინის ხარჯზე უწევთ. ეს კლუბი საკმაოდ ძლიერი და ერთსულოვანია. მწვრთნელიც ხელს უწყობს და კონკრეტულ მითითებებს ფეხბურთელები მშვენივრად ართმევენ თავს. ისინი ახერხებენ ცარიელი ზონების ამოკეტვას და კარგად შლიან “ბარსელონელთა” შეტევებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ განმეორებით მატჩში “კამპ ნოუზე” ისინი ვეღარ გაუძლებენ და დამარცხდებიან. ჩემი აზრით, “ბარსა” 3 გოლს მაინც გაუტანს”. – განაცხადა ანდრეი არშავინმა “სპორტ ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
არშავინი: “რუბინი “ბარსელონაში” გატყდება”
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.