დღეს ლეო მესი ჩაფრინდა იაპონიაში, რათა მონაწილეობა მიიღოს ამხანაგურ მატჩში.
აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ ლეო მესი შეხვდა გულშემატკივრებს. პარასკევს ლეო მონაწილეობას მიიღებს არგენტინა – იაპონიის ამხანაგურ მატჩში. იაპონიაში ამ მატჩმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გულშემატკივრები მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ და ნახონ თავიანთი კუმირი. ამ მატჩის ჩატარებისთვის იაპონიის ფეხბურთის ფედერაცაიმ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას 200 000 დოლარი (150 000 ევრო) გადაუხადა.
კაპიტნის სამკლაურის გარეშე
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილებით მესისთვის კაპიტნობა ჯერ ადრეა. ამ მატჩში გუნდის კაპიტანი ხავიერ მასკერანო იქნება. ”ჯერ დრო არ მოსულა… მესისთვის კაპიტნობა კარგის მომტანი არ იქნება. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სისხლში აქვსთ კაპიტნობა, სხვები ამ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებენ. მესი იმითაც ბედნიერია, რომ არგენტინის ნაკრებში თამაშობს” – განაცხადა სერხიო ბატისტამ.