ჩავის ფასი

ჩავის ფასი

გვარდიოლას ეპოქაში სტატისტიკა გვანახებს, რომ ”ბარსელონას” წარმატება დიდწილად ჩავის კარგ თამაშზეა დამოკიდებული.

”ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ჩავის შეცვლა შეუძლია. ყველა მათგანს ძლიერი მხარეები აქვს”. სწორედ ეს სიტყვები თქვა გვარდიოლამ ”მალიორკასთან” მატჩის წინ, მაგრამ რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ჩავისთან ერთად გუნდმა 8 თამაშში 1 წააგო, ჩავის გარეშე 16 მატჩში 4. საგოლე მომენტების შექმნაც მასზეა დამოკიდებული. ჩავისთან ერთად უნდმა 104 მატჩში 262 გოლი გაიტანა, მის გარეშე 16 თამაშში 34. გუნდისთვის მის მნიშვნელობას გვარდიოლას ეპოქაში ნათამაშები მატჩებიც ადასტურებს. მან 104 მატჩი ითამაშა და ჩამორჩება მხოლოდ ვალდესს, რომელსაც 106 მატჩი აქვს ნათამაშები.

წლის კატალონიელი სპორტსმენი
ეს პრემია (Premi Catalunya de l’Esport 2010) ყოველწლიურად ენიჭება პიროვნებას ან კლუბს, რომელმაც კატალონიური სპორტის განვითარებაში შეიტანა დიდი წვლილი. პრემიაზე წარდგენილები იყვნენ: კარლეს პუიოლი, ჟერარ პიკე, ხოსეპ გვარდიოლა, პაუ გასოლი (კალათბურთი), ტონი ელიასი (მოტოსპორტი), ჟოან კარლოს ნავარო (კალათბურთი), ხოაკინ როდრიგესი (ველოსპორტი) და კილიან ხორნეტი (ალპინისტი). გამარჯვება წილად ჩავის ხვდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია