workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”თავს ვერაფრით გავიმართლებთ”

გვარდიოლა: ”თავს ვერაფრით გავიმართლებთ”

”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა იმედგაცრუებული იყო ”მალიორკასთან” მატჩის შემდეგ. გუშინ კატალონიელებს არ უმართლებდათ. მათ მატჩის ბედის გადაწყვეტა მატჩის პირველ ტაიმში შეეძლოთ, თუმცა თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

ხოსეპ გვარდიოლა: ”გასამართლებელი საბუთი არ გვაქვს. მატჩის ბედი პირველ ტაიმში უნდა გადაგვეწყვიტა, საბოლოოდ 2 ქულა დავკარგეთ. ყველა მატჩში ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით, უნდა დავიწყოთ ამ მომენტების გამოყენება. ამ სეზონში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება 99 ქულის აღება. ძალიან რთულია შარშანდელი შედეგის გამეორება, არ მგონია ეს შევძლოთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში