კატალონიური ”ბარსელონას” ახალწვეულმა ხავიერ მასკერანომ მცირე ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს.
ხავიერ მასკერანო: ”მე უხეში ფეხბურთელი არ ვარ. უმეტესად მოედნიდან მსაჯთან კამათის გამო მაძევებენ და არა უხეში თამაშისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, ესპანეთში მსაჯები უფრო მკაცრები არიან ვიდრე ინგლისში. რაც შეეხება ”ბარსას”. ამ კლუბს, ფეხბურთის თამაშის თავისი ფილოსოფია აქვს სხვა კლუბებისგან განსხვავებით. როცა იცი, რომ შენი გუნდი კარგად თამაშობს, ამაზე უკეთესი ფეხბურთელისთვის არაფერია. ”ბარსას” თამაშზე მორგება ცოტა გამიჭირდა. ფეხბურთს ვთამაშობ ისე, როგორც სინამდვილეში ვცხოვრობ. ბედნიერების გარანტია გაქვს, თუ იცი რომ წყნარი ცხოვრება გაქვს და ბოლომდე იხარჯები მოედანზე”.
ყველაზე საინტერესე იყო მასკერანოს პასუხი კითხვაზე, თუ რა ევალება ”ბარსელონაში” ჩამშლელ ნახევარმცველს. მასკერანო: ”ყველაფერი ის, რასაც მოედანზე სერხიო ბუსკეტსი აკეთებს”.