workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუარდიოლა მატჩის შემდეგ

გუარდიოლა მატჩის შემდეგ

მატჩის შემდეგ, “ბარსას” მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ მისმა შეგირდებმა გასამარჯვებლად ყველა ღონე იხმარეს…

“გუნდი ძალიან კარგი იყო შეტევებში და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოგვეპოვებინა,” განაცხადა პეპმა. “მე მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების. მთელი მატჩის განმავლობაში შეცდომა არ დაგვიშვია. მე ვგრძნობ, რომ ჩვენ გასამარჯვებლად ჩვენი მაქსიმალური ძალები უნდა გამოვიყენეთ.”

“რუბინმაც” და “ბარსამაც” გოლები თერთმეტმეტრიანის დანიშვნის წყალობით გაიტანეს. გუარდიოლამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ყაზანი არანაკლებ 6 მცველით თამაშობდა. “მათ დაცვის მხრივ ძალიან კარგად ითამაშეს.”

ბლაუგრანას ბოსი ძალიან წუხს იმ ფაქტის გამო, რომ “ბარსამ” ყაზანიდან მხოლოდ 1 ქულის წამოღება შეძლო. პეპის განცხადებით ისეთი ტიპის გუნდებს, როგორიც “რუბინია” თამაშში რაღაც უპირატესობა მაინც გააჩნიათ. გასულს სეზონში, კატალონიელებმა ყაზანში გასამარჯვებლად ყველაფერი მოიმოქმედეს, მაგრამ იქაც ვერაფერს გახდნენ.

ალბათ ამ მატჩის შემყურე ყველას ახსენდება მატჩები “ინტერთან” და “ჩელსისთან”, რომლებიც, ისევე როგორც ეს მატჩი, დაცვითი ფეხბურთის იდეოლოგიას ემყარება.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ლეო მესის თამაშში ჩართვის შანსი მეორე ტაიმში მიეცა. შეგახსენებთ, რომ მან ბოლო რამდენიმე მატჩი კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა. “ჩვენ მას ბოლომდე გამოჯანმრთელებაში ყველანაირად ვეხმარებით. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ იგი გუნდს დაუბრუნდა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში