”ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ კომენტარი გააკეთა ”რუბინთან’ მატჩის შესახებ. მან ასევე ჯგუფის სიძლიერეზე ისაუბრა.
ხერარდ პიკე: ”შარშან აქ ძალიან ციოდა, მაგრამ ამან ჩვენზე არ იმოქმედა. ეხლა უკეთესი პირობებია და ჩვენ თამაში უფრო გაგვიიოლდება. რა თქმა უნდა უკეთესი იქნება, თუ ლეო მესი ითამაშებს. ბოლო სიტყვა მწვრთნელზეა. მესის გუნდისთვის ყოველთვის სარგებელი მოაქვს. ხო არ ვთვლი ”ბარსელონას” ჯგუფს იოლად? არა, ყველა გუნდი, ვინც აქ თამაშობს ამის ღირსია. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს გვიწოდებენ. ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა. ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გამოვდივართ ეს უნდა დავამტკიცოთ. ძალიან გვინდა მოგება. შარშანდელი მარცხი და ფრე ”რუბინთან” ძალიან დასანანი იყო. ფრე ყაზანში არც ისე ცუდი შედეგია. უნდა გვახსოვდე, რომ ”რუბინი” რუსეთის ჩემპიონია. ნებისმიერი ჩემპიონი მზადაა, რომ მოიგოს ნებისმიერი მატჩი”.

