workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბერდიევი: ”ჩვენი პრობლება შეუთამაშებლობაშია”

ბერდიევი: ”ჩვენი პრობლება შეუთამაშებლობაშია”

ყაზანის ”რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა კომენტარი გააკეთა ”ბარსელონასთან” გასამართ მატჩზე, მესიზე და კატალონიური კლუბის პროგრესზე.

ყურბან ბერდიევი: ”ბარსელონა” პროგრესირებს. კარგად მოუმატა დანი ალვესმა. მან უფრო აგრესიული თამაში დაიწყო. ეს ეხება გუნდის ყველა ფეხბურთელს. ვილიას გუნდში მისვლით ”ბარსას” შეტევა უფრო სწრაფი და მოძრავი გახდა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ”ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ჩვენი პრობლება შეუთამაშებლობაა. ამისთვის ჩვენ დრო არ გვეყო. ”ბარსასთან” მატჩისთვის იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელების მოტივირებით ამ პრობლებას ვუშველი. რა შემადგენლობას დავაყენებ ჯერ არ გადამიწყვიტავს. როდესაც ლეო მესიმ ტრავმა მიიღო მაშინვე ვიფიქრე: ღმერთო, იმედია სერიოზული არაფერია. ლეოსნაირი ფეხბურთელები ღვთის ნიჭით არიან დაჯილდოვებულები. ”ბარსელონა” შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ მათი თამაშის სტილი არ შეიძლება არ მოგწონდეს. მინდა თუ არა, რომ მესიმ ითამაშოს? სავარაუდოდ გვარდიოლას გარდა ყველა მწვრთნელის სურვილი იქნება, რომ მისი გუნდის წინააღმდეგ ლეომ არ ითამაშოს. ჩვენ მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის ვემზადებით. მსოფლიოს საუკეთესო გუნდს არ შეიძლება ჰქონდეს სუსტი წერტილები. ”ბარსელონა” უმატებს. ის არ ჩერდება მიღწეულზე. ჩვენ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს. ”რუბინის” ყველა ფეხბურთელი ”ბარსასთან” მატჩს ელის. ეს მათთვის დღესასწაულია. ”კოპენჰაგენთან” ჩვენ კარგდა ვითამაშეთ. 15-ჯერ დავარტყით კარებისკენ. ”ბარსასთან” რუბინი სხვანაირად ითამაშებს, მათ შორის დაცვაში. რუსეთში უნდა შეიცვალოს ინფრასტრუქტურა, რათა პროგრესი ჩვენაც გვქონდეს. ”ბარსელონამდე” ჩვენ ბევრი გვიკლია. რატომ დარჩა 10 000 ბილეთი გაუყიდელი? ეს მე არ მეხება. ”რუბინის” გულშემატკივრებს მე ვულოცავ, რომ ყაზანში ”ბარსელონა” ჩამოვიდა. მათ გაუმართლათ, რომ ეს გუნდი და ლეო მესი ორჯერ ნახეს. ეს უბრალოდ დღესასწაულია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში