მარკოს სენა: “კროოსი “რეალში” წარმატებას მიაღწევს, სუარესი კი – “ბარსელონაში”

მარკოს სენა: “კროოსი “რეალში” წარმატებას მიაღწევს, სუარესი კი – “ბარსელონაში”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ვილიარეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკოს სენამ მადრიდის “რეალისა” და კატალონიური “ბარსელონას” ტრანსფერებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა ცოტა ხნის წინ გუნდში გერმანელი, ტონი კროოსი დაიმატეს, ხოლო “ბარსელონამ” შემადგენლობა ურუგვაელი, ლუის სუარესით გააძლიერა.

“კროოსი – ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მე მისი თამაში რამოდენიმე წლის წინ ვიხილე და შემიძლია ვთქვა, რომ ის უდიდეს პოტენციალს ფლობს. ის ვარსკვლავია და დარწმუნებული ვარ “რეალში” გაიბრწყინებს. რაც შეეხება ლუის სუარესს, ის ალბათ ძალიან განაწყენებულია საკუთარი დისკვალიფიკაციის გამო, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ის “ბარსელონაში” წარმატებას მიაღწევს.” – ციტირებს სენას სიტყვებს, Marca. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია