ლეო მესი არასდროს ჩერდება და ყოველთვის ახერხებს პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებას. მსოფლიო ჩემპიონატში ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩი არგენტინელისთვის ნაკრების მაისურით ჩატარებული 92-ე შეხვედრა გამოდგა. ამგვარად, ლეო მესიმ კიდევ ერთხელ აჯობა მარადონას. ამჟამად მას ნაკრების მაისურით 42 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს იკავებს (პირველი – ბატისტუტა, 56 გოლი).
არგენტინის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი 145 მატჩი ხავიერ ძანეტის აქვს ჩატარებული, ლეო მესი კი მეექვსე ადგილზე იმყოფება, მას უსწრებენ: რობერტო აიალა (115), დიეგო სიმეონე (106), ხავიერ მასკერანო (103) და ოსკარ რუჯერი (97).
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ნაკრებში, ლეო მესის დებიუტიდან 9 წელი გავა. სწორედ 2005 წლის 17 აგვისტოს, უნგრეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ლეო მესი მოედაზე 63 წუთზე შემოვიდა, მან ლისანდრო ლოპესი შეცვალა, თუმცა 47 წამის შემდეგ ის მოედნიდან გააძევეს.
ოფიციალურ მატჩში კი მისი დებიუტი იმავე წლის სამ სექტემბერს პარაგვაის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა.



