workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
399 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

399 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

”ბარსელონას” ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 399 გოლი აქვს გატანილი. ყაზანის ”რუბინთან” მატჩში კატალონიელებს შანსი აქვთ ეს ციფრი დაამრგვალონ. ”ბარსელონამ” 399 გოლის გატანა 209 მატჩში შეძლო. საშუალოდ მატჩში 1.9 გოლი.
45 გოლი ერთ-ერთ გათამაშებაში
საერთოდ კატალონიელები ისეთ სტილში თამაშობენ, რომ ისინი გოლების ნაკლებობას არცერთ ტურნირზე არ განიცდიან. გამოსარჩევია 1999-2000 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, სადაც ლუი ვან გაალის შეგირდებმა 45 გოლის გატანა მოახერხეს. სამწუხაროდ კატალონიელები ნახევარფინალში ”ვალენსიამ” გამოთიშა ასპარეზობიდან. მატჩში გოლის საშუალო მაჩვენებელი 2.81 იყო.
მინიმუმ 4 გოლი
საინტერესოა, რომ პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგების მომდევნო სეზონში იოჰან კრუიფის შეგირდებმა ყველაზე ცოტა გოლი გაიტანეს. იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ”ბარსამ” 4 თამაში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
საუკეთესო ბომბარდირები
საკვლიფიკაციო მატჩებს თუ ჩავთვლით ჩემპიონთა ლიგაზე ”ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირი რივალდოა, რომლის ანგარიშზე 28 გოლია. მას მოსდევს ლეო მესი, პატრიკ კლუივერტი, ლუის ენრიკე და სამუელ ეტო’ო. თუ საკვალიფიკაციო მატჩებში გატანილ გოლებს არ ჩავთვლით საუკეთესო ლეო მესია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში