– ბურთის ფლობა 70% – 30% კატალონიელების სასარგებლოდ. გვარდიოლას ფეხბურთელებმა 9 კუთხური ჩააწოდეს (8-ით მეტი ვიდრე, ”ატლეტიკმა”) და 23-ჯერ დაარტყეს კარისკენ.
– მიუხედავად იმისa, რომ ამ თამაშში ორი ფეხბურთელი გააძევს, საერთო ჯამში, მატჩი უხეში არ იყო. ”ბარსამ” თამაშის წესი 6-ჯერ დაარღვია, ”ატლეტიკმა” 9-ჯერ.
– ვილიამ პრიმერა დივიზიონში წითელი ბარათი მეორედ მიიღო. პირველი წითელი ბარათი მან 2008 წელს, “ვალენსიაში” თამაშის დროს მიიღო.
– კეიტამ ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ბოლოს გოლი მან 2009 წლის 31 ოქტომბერს ”ოსასუნას” გაუტანა გასვლით მატჩში.
– ბასკეთში ნათამაშები ”კლასიკოებიდან” მხოლოდ ოთხი დამთავრდა ანგარიშით 1:3.
– გრძელდება დადებითი სტატისტიკა ”სან მამესზე”. ბოლო 13 თამაშიდან ”ბარსამ” 8-ჯერ იმარჯვა.
– თამაშის განმავლობაში ბურთი ძელს 3-ჯერ მოხვდა. ძელს ბურთი ერთხელ ”ატლეტიკის” ფეხბურთელმა (ხავი მარტინესი) და ორჯერ ”ბარსას” ფეხბურთელებმა (ვილია და ინიესტა) მოარტყეს.
– საჯარიმოში 25 ჩაწოდებიდან 22 ალვეშისა (13) და ჩავის (9) ანგარიშზეა.
– პიკემ ყველაზე მეტჯერ ჩაჭრა ბურთი. მის ანგარიშზე 15 ჩაჭრაა. მას მოსდევს ბუსკეტსი 11 ჩაჭრით.

”ატლეტიკი” – ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

