კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ლეო მესი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემგზავრება ტოკიოში ამხანაგური მატჩის გასამართად, თუ ის თავს კარგად იგრძნობს. შეგახსენებთ, რომ იაპონია-არგენტინას თამაში 8 ოქტომბერს გაიმართება.
“მე ველაპარაკაე არგენტინის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს, სერხიო ბატისტას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მესი გაემგზავრება ტოკიოში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავს კარგად იგრძნობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეო სათამაშოდ არ წავა.” – განაცხადა გვარდიოლამ და აქვე დასძინა, რომ არგენტინელის გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

გვარდიოლა:”მესი წავა იაპონიაში, თუ ის იქნება მზად”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

