workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რუბინი”-“ბარსელონას” თამაშის წინ სრული ანშლაგია

“რუბინი”-“ბარსელონას” თამაშის წინ სრული ანშლაგია

ყაზანის ცენტრალური სტადიონის დირექტორმა, პაველ ნიკულინმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრის წინ, სადაც “რუბინი” “ბარსელონას” უმასპინძლებს, ბილეთების შეძენაზე სრული ანშლაგია.
“ჩვენ კვლავ უნდა გავყიდოთ ხუთი ათასი ბილეთი არენაზე. გაყიდვების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. ყოველ დღე ჩვენ ათასზე მეტ ბილეთს ვყიდით. უკვე გაიყიდა აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ყველა იაფი ბილეთი. სტადიონზე “უეფას” წარმომადგენლებისათვის გვაქვს 1060 ადგილი მიცემული, ხოლო ისინი თუ ამ ადგილებს ბოლომდე ვერ შეავსებენ, ჩვენ ეს ადგილები გასაყიდად გვექნება გამზადებული.”- განაცხადა ყაზანის სტადიონის დირექტორმა, ნიკულინმა.
როგორც “სპორტ-ექსპრესი” იუწყება, ყაზანის სტადიონზე უკვე გაყიდულია 18.950 ბილეთი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში