workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსა” – ”სპორტინგი”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსა” – ”სპორტინგი”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

ხოსეპ გვარდიოლამ,”სპორტინგთან” გამართული მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მის გუნდს არ ჰყოფნიდა სისწრაფე, მაგრამ მაინც დაიცვა თავისი ფეხბურთელები. ”არ შეიძლება ითამაშო ყოველთვის გენიალურად. გუნდმა მაღალ დონეზე იასპარეზა”. ბოსი ფიქრობს, რომ ეს შედეგი დიდი შრომის დამსახურებაა: ”ჩვენ ვითამაშეთ მაღალ დონეზე. მთელი მატჩის განმავლობაში მოწინააღმდეგეს ჩვენს კარში ერთხელაც არ დაურტყამს. თუ ჩვენ თავს კარგად ვიცავთ, ეს ნიშნავს, რომ კარგად ვუტევთ და პირიქით. გუნდი მუშაობდა როგორც ერთი მთელი არსება და არ იშლებოდა. ასევე აღსანიშნია ის ფაქტი, რომ მოედანზე იყო მეტოქე, რომელიც კარგად თამაშობდა”.

”სპორტინგი”
”ბარსას” მწვრთნელმა კომპლიმენტებით შეამკო მოწინააღმდეგე გუნდი: ”მათ ჩაატარეს კარგი მატჩი. როდესაც გუნდი დაცვაში ზის და გიწვევს შეტევისთვის, წინ უნდა წახვიდე. შეიძლება ჩვენ სისწრაფე არ გვყოფნიდა პრესინგისთვის. შესვენების შემდეგ უკეთ ავთამაშდით. ასეთე მოწინააღმდეგის გატეხვა ყოველთვის რთულია. ”სპორტინგი” ძალიან სერიოზული გუნდია. ისინი ყოველთვის დარწმუნებულები არიან, რომ ელიტაში ყოფნას იმსახურებენ. ახლა ისინი უფრო ძლიერები გახდნენ. იყიდეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც ისინი გააძლიერა. მათ თითქმის მიაღწიეს თავიანთ მისიას”.

ვილია
დავიდ ვილია გახდა მატჩის გმირი. სწორედ მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ გავიდა გოლი ხიხონელთა კარში. ”ვილია ძალიან კარგად თამაშობს. ის მთელ მოედენზე მოქმედებს. ის ბრწყინვალე ფორვარდია და ეს ყველამ კარგად იცის”.

ფილიალი
გვარდიოლას კითხეს ”ბარსა ატლეტიკის” სეგუნდა დივიზიონში შესანიშნავი სტარტის შესახებ. ”მე ეს არ მიკვირს, მათ კარგი მწვრთნელი და შტაბი ჰყავთ, ისევე როგორც ფეხბურთელები. ამ ბიჭებს დიდი მომავალი აქვთ. მათ წინ დიდი გზა აქვთ გასავლელი. ვიცი, ლუის ენრიკე მათ მოდუნების საშუალებას არ მისცემს. მათმა თაობამ კლუბი უფრო ძლიერი გახადა”.

მინდვრის საფარი
პეპმა კომენტარი გააკეთა ”ნოუ კამპის” მინდვრის საფრის შესახებ: ”საფარი ისეთი არაა, როგორიც იყო. მე ვიცი, რომ ამის გამოსასწორებლად სპეციალისტები ძალას არ იშურებენ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში