გუშინ პოლონელმა წყვილმა ქორწილი ”ბარსას” სტადიონზე გადაიხადა. მათი თქმით ეს მათი ყველაზე დიდი ოცნება იყო, რომელიც რეალობად იქცა. ამ მოვლენამ დიდი ყურადღება მიიქცია, ბოლოსდაბოლოს სტადიონზე ქორწილი ყოველდღე ხომ არ იმართება. მათი ქორწილის ფოტოები ”ბარსელონას” ოფიციალურ საიტზეც მოხვდა. წყვილმა ბარსელონაში გადაწყვიტა დაქორწინება, რადგან ”ბარსა” მათი ოცნების გუნდია. ბორისი და ანა უზომოდ ბედნიერები არიან. მათი სიყვარულის ისტორია 2009 წლის 22 აპრილს დაიწყო ზუსტად ამ სტადიონზე ”ბარსელონა”- ”სევილიას” მატჩზე.”მატჩის დროს ანამ მთხოვა სასმელი მომეტანა მისთვის, მე კი მასთან სასმელის ნაცვლად ბეჭდით დავბრუნდი”- ამბობს ბორისი.
მათი თქმით ისინი აღფრთოვანებული არიან ”ბარსელონათი” და უყვართ ყველა ”ბლაუგრანას” ფეხბურთელი. ” ლეო მესი ნამდვილად საუკეთესოა, ის ამას ყოველთვის ამტკიცებს. არ ვიცი რომელი მათგანი შევაქო, რადგან ყველა განსაკუთრებულია. კარლეს პუიოლი კი ნამდვილი ლიდერი და გუნდის გულია”-განაცხადა ანამ ჟურნალისთებთან.
მოდით ვუსურვოთ ბედნიერება ამ წყვილს, მათ ხომ საკუთარი ქორწილიც კი ”ბარსელონას” დაუკავშირეს.

