workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერ სიტი” ალვესის სანაცვლოდ 15 მილიონ ფუნტს იხდის

“მანჩესტერ სიტი” ალვესის სანაცვლოდ 15 მილიონ ფუნტს იხდის

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბრაზილიელმა მცველმა შესაძლოა, კატალონიური გრანდის შემადგენლობა დატოვოს.

მოგეხსენებათ, “სევილიადან” “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, დანიელ ალვესი მრავალი წლის განმავლობაში გუნდის ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ იქცა. თუმცა, გუნდში ახალგაზრდა მარტინ მონტოია გამოჩნდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის.

The Sun-ის თანახმად, ალვესის გადაბირებას “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა გეგმავს. როგორც ცნობილია, ინგლისელები მზად არიან, 30 წლის მცველის სანაცვლოდ “ბარსას” 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ, რაც სავარაუდოდ კატალონიელებს დააკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ ალვესს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს: მან ნაკრების მაისურით 73 მატჩი ჩაატარა და ხუთი ბურთის გატანა შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward