ჯეროვან პატივს ვცემთ ”ბარსას” გამარჯვებას ”პანათინაიკოსთან”, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. ”ბარსა” ჯერ შორსაა ოპტიმალური ფორმისგან. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღეროდეს, მას შესაძლოა კიდევ ბევრჯერ მოუწიოს ”ფურია როხას” წარმატებისთვის საზღაურის გადახდა. სეზონის ამ ეტაპზე როტაცია გარდაუვალია, ასეთია რეალობა, ხოდა, პეპსაც როგორც შეუძლია, ისე ცდილობს თავის დაძვრენას. ასე მაგალითად ჩავიმ პირველ სამ მატჩში, 270 წუთის ნაცვლად, მხოლოდ 169 ითამაშა, ხოლო კარლეს პუიოლმა უფრო ნაკლები, 90!
ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს თუ მივუბრუნდებით დავინახავთ, რომ ”ბარსელონა” ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლით, როგორიცაა გუნდური მოძრაობა, ყველა ფავორიტს ჩამორჩებოდა.
1. ”ჩელსი” – 118.778 კმ.
2. ”არსენალი” – 115.023 კმ.
3. ”მან. უნიატედ.” – 111.644 კმ.
4. ”ბაიერნი” – 110.523 კმ.
5. ” ვალენსია” – 110.003 კმ.
6. ”რეალი” – 107.657 კმ.
7. ”ინტერი” – 106.371 კმ.
8. ”მილანი” – 103,710 კმ.
9. ”ბარსელონა” – 102.192 კმ.
ცალკეული პერსონალების მიხედვით კი შემდეგი სურათია. მაგალითისთვის, შეტევის ხაზის მოთამაშეები და ცენტრალური მცველები იყვნენ არჩეულნი, რომლებმაც 90 წუთი ითამაშეს.
1. ”არსენალი”: ფაბრეგასი – 12,15კმ. სკილაჩი – 10.33კმ.
2. ”ვალენსია”: პაბლო ერნანდესი – 11,25კმ. ნავარო – 9.79კმ.
3: ” მანუ”: რუნი – 11,2კმ. ფერდინანდი – 9.23კმ.
4. ”ბაიერნი”: კროსი – 10,76კმ. ბუიტენი – 10.25კმ.
5. ”ჩელსი”: ანელკა – 10.01კმ. ტერი – 9.86კმ.
6. ” რეალი”: რონალდუ – 9,8კმ. კარვალიუ – 10.1კმ.
7. ”მალინი”: ზლატანი – 9.46კმ. ნესტა – 9.63კმ.
8. ”ინტერი”: ეტო’ო – 9.24კმ. ლუსიო – 9.2კმ.
9. ”ბარსელონა” მესი – 8.33კმ. პუიოლი – 8.76კმ.
ლიდერთან მატჩამდე 5 დღეა დარჩენილი. დღევანდელი ”ბარსასთვის” ეს მცირე მოსამზადებელი ეტაპია. თანაც, დღეს ”ატლეტიკოს” მატჩი საბერძნეთში აქვს და გამოდის, რომ კატალონილებს უფრო მეტი მოსამზადებელი დრო აქვთ. ვნახოთ, შეძლებს თუ არა პეპი განკუთვნილი დროის სწორად გამოყენებს, ამას კვირას გავიგებთ.



