workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარტრამ პუიოლზე ისაუბრა

ბარტრამ პუიოლზე ისაუბრა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პუიოლი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, ლეგენდარულ კაპიტანზე არაერთმა ფეხბურთელმა ისაუბრა და არც მარკ ბარტრა აღმოჩნდა გამონაკლისი: “ყველასთვის სამწუხარო სიახლეა. ეს სამწუხაროა გუნდისთვის, რადგან მან დაკარგა ლიდერი, ის ნამდვილი კაპიტანია. პუიოლი მეც ძალიან დამაკლდება, რადგან მან ძალიან ბევრი რჩევა მომცა და გაუმჯობესებაში დამეხმარა.”

თუმცა, ბარტრას თქმით, დადებითი მხარეც არსებობს: “არ ვფიქრობდით, რომ ის სეზონის ბოლოს დაგვტოვებდა, მაგრამ 3 თვე რჩება და ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები. ამ დროში მისგან მაქსიმალურად უნდა ვისწავლოთ.”

პუიოლმა დიდი როლი ითამაშა ბარტრას, როგორც ფეხბურთელის, ჩამოყალიბებაში: “მოედანზე ძალიან მეხმარება. ყოველი თამაშის, სავარჯიშო სესიისა და მოძრაობის შემდეგ რჩევას მაძლევს. უპირველესია ის, რაც პუიოლმა გააკეთა ჩემთვის და გუნდისათვის.”

პუიოლის წასვლის შემდეგ ბარტრას სათამაშო დრო შეიძლება გაიზარდოს: “მირჩევნია, რომ ამ საკითხზე სეზონის ბოლოს ვიფიქრო. ახლა ჯერ კიდევ 4 ცენტრალური მცველია “ბარსელონაში”. თუ ახალი მოთამაშე მოვა, მისგან ვისწავლი, თუმცა ამავდროულად უნდა დავამტკიცო, რომ აქ ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში შემიძლია.” ბარტრას თქმით, მან იცის, რომ სხვა კლუბებთან შედარებით, “ბარსელონაში” მოთხოვნები ძალიან განსხვავებულია.

“ვაცნობიერებ ჩემს პოზიციას, იმას, რომ ეს “ბარსელონაა”. აქ თითქმის ვერავინ იტყვის, რომ ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშეა. ამ სეზონში ყველაფერი გამოვიარე. ხან ძალიან ცოტა სათამაშო დრო მქონდა, ხან კი ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში ვთამაშობდი. ტატა მარტინოს წყალობით, არცერთმა ფეხბურთელმა არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მატჩში. ის კარგად უმკლავდება სამუშაოს და ყოველ კვირას უნდა იფიქრო, მოხვდები თუ არა სასტარტო შემადგენლობაში”-განაცხადა ბარტრამ, როდესაც ამ სეზონში მიღებულ სათამაშო დროზე ჰკითხეს.

ახალგაზრდა მცველი შემდეგ კვირას კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ეს ცნობილი 15 იანვარს გახდა. ბარტრა კლუბში 2017 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward