workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა”-”პანათინაიკოსი”. ფაქტები.

“ბარსა”-”პანათინაიკოსი”. ფაქტები.

ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება ”ნოუ კამპს”. გულშემატკივრების მოსამზადებლად მოვძებნეთ ფაქტები მოწინააღმდეგეზე და მისი კავშირები ”ბარსელონასთან”.

– ჩემპიონთა ლიგის წინა 9 გათამაშებიდან 8-ში ”ბარსელონა” ახერხებდა ჯგუფიდან გასვლას. 2003-2004 წლებში ”ბარსა” მონაწილეობას არ იღებდა გათამაშებაში.
– ბოლო სამი წელია ”ბარსა” ჯგუფიდან პირველი ადგილით გადის.
– წინა გათამაშებაში ”პანათინაიკოსი” მონაწილეობას არ იღებდა.
– ბერძნული გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი 1/4 ფინალია 2001/02 სეზონში. 1/2 ფინალში ”პაო” ”ბარსამ” არ გაუშვა!
– ”ბარსას” საშინაო მატჩებში ბერძნულ კლუბებთან 100%_იანი შედეგი აქვს. 5 მოგება 5 თამაშში.
– “პანათინაიკოსს” ესპანეთში 11 შეხვედრა აქვს გამართული. 1 მოგება. 10 წაგება.
– წინა ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსამ” საშინაო 6 თამაშიდან 5 მოიგო. დამარცხდა ყაზანის ”რუბინთან” ანგარიშით 1-2.
– განსაკუთრებული მატჩი იქნება ლუის გარსიასთვის. ის ”ბარსაში” ასპარეზობდა 2004 წლამდე. ”ბარსადან” ის ”ლივერპილში” გადავიდა.
– ასევე ძველი თანაკლუბელები ნახავენ ერთმანეთს: ერიკ აბიდალი და სიდნეი გოვუ (ერთად ”ლიონში” ასპარეზობდნენ 2004-2007), ხავიერ მასკერანო და სებასტიან ლეტო (2007 წელი ”ლივერპული”)
– ამ სეზონში ”პაომ” ექვსი ახალი ფეხბურთელი შეიძინა: ბუმსონგი და გოვუ (“ლიონი”), ლუის გარსის (“რასინგი”), იოანიდისი (“ირაკლისი”), პლეზისი (“ლივერპული”) და ფერნანდესი (“ბოხუმი”).
– საბერძნეთის ჩემპიონატის 2 ტურის შემდეგ ”პანათინაიკოსი” მეხუთე ადგილზე იმყოფება 4 ქულით. მათ ფრე სახლში ითამაშეს ”ქსანტთან” (1-1) და გაიმარჯვეს გასვლით მატჩში ”არისთან” (0-1).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward