“ჩემპიონთა ლიგა” სტარტს ხვალ აიღებს. კატალონიური “ბარსელონა” კი პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე, ბერძნულ “პანათინაიკოსთან” გამართავს. ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ ამ მატჩის პრევიუს, რომელიც ცოტა ხნის წინ “TotalBarca”-მ გამოაქვეყნა.
“ელ მუნდო დეპორტივოსთან” საუბრისას, “ბარსელონას” ახალშენაძენმა, დავიდ ვილიამ განაცხადა: “შაბათს მომხდარი ფაქტი უკვე დავიწყებულია. ახლა მთავარია მთელი ყურადღება მომავალ მატჩზე გადავიტანოთ და იმ შეცდომებზე ვიფიქროთ, რომელიც “ერკულესთან” მატჩის დროს დავუშვით.”
წინა მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ჩვენ ჩავის, ბუსკეცს, კარლეს პუიოლსა და დანი ალვესს ვიხილავთ.
ამ მატჩში “ბარსა” უდაო ფავორიტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ წელს “პანათინაიკოსი” ძალიან მოძლიერდა. კერძოდ მათ ფრანგი ჟიბრილ სისე და სიდნი გოვუ შეიძინეს, ესპანეთს ლუის გარსია მოსტაცეს, ხოლო ბრაზილიას ლონდონური “არსენალის” ყოფილი კაპიტანი, ჟილბერტო სილვა. ასევე “მწვანეების” შემადგენლობაში ვიხილავთ 2004 წლის ევროპის ჩემპიონებს, კოსტაშ კაცურანისსა და გიურკას სეიტირადისს. ასე, რომ ფეხბურთის გულშემატკივარს წინ, დიდი მატჩი ელოდება.
“ბარსას” “ლა ლიგაში” დამარცხებას, “პანათინაიკოსმა” შიდა ჩემპიონტში “ტესალონიკთან” გამარჯვებით უპასუხა. მათ ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვეს. ამ მატჩში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი არ იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც ეროვნული ნაკრების შეკრების დროს სხვადასხვა სახის ტრავმების “აკიდება” მოახერხეს. ეს ფეხბურთელები ახლა “ბარსასთან” მატჩისთვის ემზადებიან, მაგრამ ჯერ დაზუსტებული არაა მოახერხებენ თუ არა ისინი თამაშში მონაწილეობის მიღებას.
როგორც გუშინ “Barcamania.Ge”-მ გაცნობათ, “ბარსა” დაინტერესებულია ახალგაზრდა ბერძენი ფლეიმეიქერით, სოტირის ნინისით. შეგახსენებთ, რომ იგი 20 წლისაა, ჩატარებული აქვს 36 მატჩი და გატანილი აქვს რა 5 გოლი. ასევე მას გაკეთებული აქვს 4 საგოლე პასი. ალბათ სოტირისი ამ მატჩში “ბარსას” ხელმძღვანელობისგან დიდ ყურადღებას დაიმსახურებს.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ “ჩემპიონთა ლიგა”–ზე ინერგება ახალი წესი, რომლის მიხედვითაც მსაჯების ახლანდელ რაოდენობას კიდევ 2 უნდა დაემატოს. “უეფა” იმედოვნებს, რომ ამით ისინი ყველა პრობლემას გადაჭრიან საჯარიმოს სიახლოვეს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.