workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“პანათინაიკოსი” იმედიანადაა განწყობილი

“პანათინაიკოსი” იმედიანადაა განწყობილი

შოკური წაგების შემდეგ 3 დღე გავიდა. როგორც მოგეხსენებათ “ბარსელონამ” “ლა ლიგას” საშინაო მატჩი, “ერკულესთან” ანგარიშით, 0:2 დათმო. სამშაბათს კი ხოსეპ გუარდიოლას შეგირდებს “ჩემპიონთა ლიგაზე” D ჯგუფის ცენტრალური მატჩი აქვს გასამართი. “კამპ ნოუზე” ერთმანეთს კატალონიური “ბარსელონა” და ბერძნული “პანათნაიკოსი” დაუპირისპირდებიან.

პეპ გუარდიოლას თავისი “მსოფლიო ჩემპიონი” ფეხბურთელების ჯერა და მათი გადაღლილობის მიუხედავად მოგებას იმედოვნებს, ხოლო “პანათინაიკოსის” დამრიგებელი, ნიკოს ნიოპლიასი იმედიანადაა განწყობილი და დამარცხებას არ აპირებს.

მწვრთნელების კომენტარები

პეპ გუარდიოლა: “მე არასდროს გავბრაზდები ჩემს ფეხბურთელებზე. მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საკუთარი ეროვნული ნაკრებებისთვის და ვფიქრობ, უფრო მეტი დასვენება ესაჭიროებათ. მე ამაზე ყურადღება არასოდეს გამიმახვილებია, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ არ შეგვიძლია ყოველთვის 6 თასის აღება. გუნდი მოგებისთვის იბრძოლებს, მაგრამ მეორე ტურში დამარცხებით, ისინი ძალიან დამწუხრებულები არიან. მე მათ ცხოვრების გართულება შემიძლია, მაგრამ მე არასოდეს გავაკრიტიკებ მათ.”

“მე “პანათნაიკოსისგან” დიდ ბრძოლას მოველი. არ ვიცი რა ტაქტიკით ითამაშებენ, შეგვიტევენ, თუ თავს დაიცავენ, ან თუნდაც კონტრშეტევებზე თამაშს ამჯობინებენ, მაგრამ მე ერთი ვიცი, რომ ეს გუნდი დიდი ისტორიისა და დიდი გამოცდილების მქონეა. ალბათ ისინი შეტევებით თავს არ მოიკლავენ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მაყურებელს ჩვენი რეალური ძალები ვაჩვენოთ.”

ნიკოს ნიოპლიასი: ეს არის დიდი მოვლენა, როგორც ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ასევე გუნდისთვის. უკვე ყველამ კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს “ბარსელონა”, ყველა ძალიან მოხიბლულია მათი თამაშით. აქ სათქმელი ბევრი არაა… მარცხის შემდეგ ისინი უფრო გაძლიერდნენ, მაგრამ შესაძლოა მატჩში სიურპრიზებიც ვიხილოთ. ამ მატჩში შესაძლოა “ბარსელონამ” წააგოს, მაგრამ ეს ბევრს ნამდვილად არ წყვეტს. მთავარია ვინ იქნება პირველი, როდესაც ჯგუფური ეტაპები დამთავრდება. ერთი ყოველთვის პირველია, დანარჩენ სამს კი შეუძლია მეორე გახდეს.”

“ლიგაში ყველა ხედავს თუ ვინაა საუკეთესო და ეს “ბარსელონაა”. ხვალინდელ მატჩში ისინი ფავორიტები არიან და არამარტო ხვალინდელში, ისინი მთლიანად ლიგის ფავორიტები არიან. ჩვენ შეგვიძლია მატჩი ფრედ დავასრულოთ, ან წავაგოთ, ანდაც მოვიგოთ, მაგრამ მთავარი მაინც ჯგუფიდან გასვლაა. მე არასოდეს მითქვამს, რომ სასწაული გვჭირდება.”

გუნდების სიახლეები

* “ბარსელონას” გუნდის კაპიტანს, კარლეს პუიოლს ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს. შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა “ლა ლიგას” პირველ ტურში, “რასინგთან” მატჩამდე ვარჯიშისას მიიღო, ხოლო შემდეგ სანაკრებო შეკრებაზე უფრო გაურთულდა. ასევე მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა ახალგაზრდა ხეფრენმა. კარლესის მსგავსად ტრავმის მიღება მანაც სანაკრებო შეკრებაზე მოახერხა, ოღონდ 21 წლამდელებში.

* გიურკას სეიტარდისს, ანტონის პეტროპოლუსს, გიორგიუს კარაგუნისსა და ნიკოს სპაიროპოლუსს სხვადასხვა სახის ტრავმები აწუხებთ. მათ “ტესალონიკთან” მატჩის გამოტოვება მოუხდათ, რადგან ტრავმების მიღება სანაკრებო მატჩების დროს მოასწრეს.

წინა მატჩები

[11.09.10] “ბარსელონა” 0:2 “ერკულესი”
(ვალდესი 27′, 59′).

ხავიერ მასკერანოს დებიუტი “ერკულესთან” შედგა. ადრიანო კორეია და ბოიან კრკიჩი კი ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ. 5 იანვრის შემდეგ, როდესაც “ბარსა” “სამეფო თასისთვის” ბრძოლაში “სევილიასთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდა, “ერკულესთან” პირველი მარცხი იწვივნა “კამპ ნოუზე”. შეგახსენებთ, რომ 1996/97 წლის სეზონში, “ერკულესმა” “კამპ ნოუზე” ბობი რობსონის “ბარსას” დამარცხება, ანგარიშით 2:3 შეძლო. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც იმ წელს “ბარსამ” თასი რეალს დაუთმო.

[11.09.10] “ტესალონიკი” 0:1 “პანათინაიკოსი
(სისე 43′ პენ.)

ჩემპიონატის პირველი ტური “პანათინაიკოსმა” “ხანტისთან” ფრედ, 1:1 დაასრულა, ხოლო მეორე მატჩი “ტესალონიკთან” 0:1 მოიგო. ძირითად შემადგენლობაში შემდეგი ახალვწვეულები იმყოფებოდნენ: სტერგოს მარინოსი, ლუკა ვინტრა, ჟილბერტო სილვა და ჟიბრილ სისე. ასევე ცვლილებაზე შემოვიდა “ბარსელონას” ყოფილი წევრი, ლუის გარსია.

იცით თუ არა, რომ…

“მწვანეების” გარსიამ თავისი კარიერა “ბარსელონას” ცნობილ აკადემიაში, “ლა მასიაში” დაიწყო. მასთან ერთად იქ პუიოლი, ჩავი, ინიესტა და ვიქტორ ვალდესი იმყოფებოდნენ. 2003/04 წლებში კი 5–ივე ფეხბურთელს ერთად თამაში მოუწია. ამ სეზონის შემდეგ ლუისი “ლივერპულში” გადავიდა.

მატჩის ბექგრაუნდი შეგიძლიათ იხილოთ => აქ

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward