მსაჯების რაოდენობის ექვსამდე გაზრდით უეფა იმედოვნებს, რომ უხეში შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება. ასეთი ფორმატი უკვე გამოსცადეს უეფას თასზე გასულ სეზონში და ახლა უკვე სამშაბათს “ნოუ კამპზე” იქნება გამოცდილი.
დამატებითი მსაჯები
ასეთი მსაჯები კარებთან ახლოს განლაგდებიან და საჯარიმოში ნებისმიერ მოძრაობებს გააკონტროლებენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მთავარი მსაჯის სიტყვას მაინც ყველაზე მძიმე წონა ექნება.
ექვსი ოფიციალურად
მატჩებს დღეიდან ექვსი მსაჯი გააკონტროლებს. მთავარ მსაჯს დაეხმარება ორი ლაინსმენი, მეოთხე დამხმარე და ორიც დამატებითი მსაჯი. ასეთი ექსპერიმენტი 2008 წლის 19–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა.
ისტორიული პრეცედენტი
ორი დამატებითი მსაჯის შემთხვევა “ნოუ კამპისთვის” პირველი იქნება. ასეთი პრეცედენტი 1920–1930 წლებშიც იყო დაფიქსირებული კლუბებს შორის მატჩებში.
შეცვლაზე შემოსვლა დაიხვეწება
ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ნოვაცია დაინერგება. შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების გამოცხადება განსხვავებული იქნება. შემცვლელი ფეხბურთელის სახელი მეოთე მსაჯის მიერ ჩვენებულ ელექტროდაფაზეც დაიწერება. ამ იდეის წყალობით მეოთხე მსაჯს თამაშზე კონცენტრაცია უფრო გაუადვილდება.