“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავიმ რობერტო მანჩინის დროინდელი და ახლანდელი “მანჩესტერ სიტი” შეადარა, რომელსაც მანუელ პელეგრინი ხელმძღვანელობს.
“რობერტო მანჩინიმ დიდი სამუშაო შეასრულა, მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. მაგრამ, ვთვლი, რომ პელეგრინის “სიტიმ” დიდი ნაბიჯი გადადგა წინ და ისინი დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ფლობენ ბურთს, ბევრს უტევენ, აქცენტს შეტევაზე აკეთებენ – ეს არის საფეხბურთო სტილი, რომელიც მე მომწონს.” – თქვა ჩავიმ.