გვარდიოლა მატჩის შემდეგ

გვარდიოლა მატჩის შემდეგ

ხოსეპ გვარდიოლამ “ერკულესთან” მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდის თამაშზე. პირველ რიგში მან გამარჯვება “ერკულესის” ფეხბურთელებს მიულოცა.

“ჩვენ ვერ ვუპოვეთ მათ დაცვას წარმატების გასაღები. მათ ძალიან კარგად ამოკეტეს თავისუფალი ზონები. ძალიან რთული მატჩი იყო და ასეთი მატჩი სეზონში კიდევ არაერთი იქნება, ამიტომაც უფრო მომზადებულნი უნდა შევხვდეთ შემდეგში რთულ მატჩებს. გამართლების საბაბი არ გვაქვს, რადგანაც დღეს ჩვენი დღე ნამდვილად არ იყო. “ერკულესს” კი მინდა მივულოცო გამარჯვება, მათ ძალიან კარგად ითამაშეს, მინდა აღვნიშნო მწვრთნელის ფაქტორი. ესტებან ვიგო ძალიან კარგი სპეციალისტია. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ, წინ ლიგის თამაშია და მეტოქე “პანათინაიკოსია”, ამიტომაც სერიოზულად მომზადება გვმართებს”.

გუნდი ვარჯიშს კვირას 11 საათზე განაახლებს “სიუდად დეპორიტოვზე”.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია