ამ სიახლეში შემოგთავაზებთ “ბარსელონას” ახალწვეულის, ხავიერ მასკერანოს ინტერვიუს, რომელიც ცოტა ხნის წინ კატალონიურ “სპორტს” მისცა.
2 წლიანი “ჭორების” შემდეგ, როგორც იქნა “ბარსაში” ხართ.
მე და ჩემი მთელი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ახლა კი ჩემი შანსის გამოყენების დროა.
როგორ წარიმართა ტრანსფერი?
“ბარსამ” კონტრაქტი წარუდგინა ჩემს აგენტს, მან კი მითხრა, რომ “ბარსა” ჩემი ყიდვით იყოდაინტერესებული. ეს ძალიან კარგი სიახლე გახლდათ ჩემთვის.
თქვენი განმარტებით ყველაფერი ადვილად წარიმართა…
როგორც ჩანს ძალიან მარტივად, მაგრამ ტრანსფერის დროს რამდენიმე რთული მომენტიც იყო. სანამ ყველაფერი არ დასრულდა, არ მჯეროდა, რომ “ბარსაში”გადავდიოდი.
ამ ტრანსფერის განსახორციებლად თქვენც შეიტანეთ წვლილი.
ეს არ იყო პრობლემა. მე ვიცოდი, რომ “ბარსაში” თამაშის რეალური შანსი მქონდა და მეც გამოვიყენე.
უკაცრავად დაჟინებული კითხივსთვის, მაგრამ გუნდი ფეხბურთელს აძლევს ხელფასს…
საერთოდ არ ვნანობ. მე ერთი ვიცოდი… მე “ბარსაში” თამაში მსურდა.
თქვენ გადადგით პირველი ნაბიჯი. რის მიღებას ელოდებით გუნდისგან?
არაფერს. მათ გუნდში გადმომიყვანეს ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.
რისი გაკეთება შეგიძლიათ გუნდისთვის და რას ელიან ფანები თქვენგან?
ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. მე აქ არავის ადგილზე არ მოვსულვარ. მოვედი იმისთვის, რომ დავეხმარო კლუბს მომავალ გამარჯვებებში.
თქვენ აქ იაია ტურე შეცვალეთ.
მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე არავის ნაცვლად არ მოვსულვარ. მე აქ ჩემი საქმისთვის მოვედი. მე არც მეტი ვარ ტურეზე და არც ნაკლები, მხოლოდ ერთამენთისგან განსხვავებულები ადამიანები ვართ.
“ბარსას” სტილი “ლივერპულისგან” ძალიან განსხვავდება.
ეს ყველაფერი კარგად მაქვს გაანალიზებული და მესმის, რომ ადაპტირებისთვის დროა საჭირო, მხოლოდ დრო.
ინგლისში ყოფნისას, რას ფიქრობდით “ბარსაზე”?
იმას, რასაც მთელი მსოფლიო ფიქრობდა. “ბარსამ” ამ ბოლო წლებში საუკეთესო ფეხბურთი გვაჩვენა ყველას. ისინი არამარტო თასებს იგებდნენ, არამედ თავის თამაშით ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ.
ელიტარულ ფეხბურთში ორი დიდი მწვრთნელია: გუარდიოლა და მაურინიო.
თითეულ მწვრთნელს საკუთარი თამაშის ხედვა აქვს. ორივეს შეუძლია ტიტულების მოგება, მაგრამ 100 ადამიანიდან 98–ს მაინც “ბარსელონას” სტილი ურჩევნია.
როგორ ფიქრობთ, “ლა ლიგაში” ჩემპიონობისთვის მხოლოდ 2 გუნდი იბრძვის?
ამაზე არ მიფიქრია. მე არ ვუსმენ მაურინიოს ლაპარაკს.
მე აღარ გთხოვთ მაურინიოზე ლაპარაკს.
არ ვაპირებ თამაშის არევას და სხვა უაზრო რამეებზე ფიქრს. მე მხოლოდ ჩემი გასახდელი მადარდებს.
რა გითხრათ პეპმა?
მასთან ბევრი არ მილაპარაკია. მან მე მომილოცა, როდესაც კონტრაქტი გავაფორმე. იმის შემდეგ კი რამდენიმეჯერ ვესაუბრე და ისიც ცოტა. მან მითხრა, რომ უნდა დამესვენა, შემდეგ ვარჯიში დამეწყო და დამპირდა,რომ გუნდში ძალიან კარგად დამხვდებოდნენ. ის მართალი აღმოჩნდა.
ერთი რამ მითხარით. გიფიქრიათ გარკვეული თასის მოპოვება?
ჩემი ნამდვილი ოცნება ისაა, რომ წვლილი შევიტანო გუნდის გამარჯვებაში.
ჩვენ რამდენიმე წუთია ვსაუბრობთ და სიტყვა არ გითქვამთ ლეო მესიზე.
ლეოც და გაბიც ჩემი მეგობრები არიან. მე ძალიან მიხარია, რომ ისინი ჩემზე ძალიან კარგად საუბრობენ. არამარტო როგორც ფეხბურთელზე, არამედ, როგორც ადამიანზე.
გწყინთ თუ არა ის, რომ ლეოს პირად მცველს გეძახიან?
არა, პირიქით. ამაზე ბევრს ვიცინი და კომპლიმენტად ვიღებ.


