workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” 4– ჯერ უმასპინძლა ლა ლიგის გუნდს 11 სექტემბერს. ამ მხირვ “ბარსელონას” 100%-იანი შედეგი აქვს, 4 დან 4–ვე მატჩში კატალონიელებმა იმარჯვეს დამაჯერებელი ანგარიშებით და თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვეს.

პირველად იყო 1982 წელს როდესაც, “ბარსა” “ვალიადოლიდის” დაუპირსპირდა. მაშინ “ბარსელონას” ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავდა, კატალონიელებმა შნსი არ დაუტოვეს “ვალიადოლიდელებს” და “3:0 იმარჯვეს. შემდეგი მატჩი 1999 წლის 11 სექტემბერს შედგა, “ბარსას” მსხვერპლი ამჯერად, თანაქალაქელი “ესპანიოლი” გახდა. “ბლაუგრანამ” კვლავ გამანადგურებელი ანგარიშით, იმარჯვა 3:0.

2004 წელს “ბარსელონა” – “სევილიას” დაუპირისპირდა და კვლავაც დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 იმარჯვა, მაშინ თავი ლიუდოვიკ ჟიულიმ და ჰერნიკ ლარსონმა გამოიჩინეს. ხოლო 2005 წელს “ბარსელონა” “მალიორკას” დაუპირსპირდა და კვლავაც არ გაუშვა ბურთი საკუთარ კარში, ხოლო მეტოქის კარში 2– ის გატანა შეძლო. იმ მატჩში დუბლი სამუელ ეტო’ომ შეასრულა.

თუ ამ ტრადიციას მივყვებით და დავუჯერებთ, დღეს “ბარსელონამ” დამაჯერებელი ანგარიშით უნდა იმარჯვოს და თან ისე, რომ გოლი არ გაუშვას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში