workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ევროპაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს

“ბარსელონას” ევროპაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს

“Sport+Market” – ეს არის გერმანული კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საერთაშორისო სპორტულ ბიზნესში აქტიურადაა ჩართული. ცოტა ხნის წინ მათ გამოაქვეყნეს “ფეხბურთის ToP 20”, რომელიც ასახავს იმას, თუ როგორი პოპულარულია გუნდი. ეს კვლევა ევროპის 17 ქვეყანას შეეხო. კომპანიის ოფიციალური საიტის ცნობით 17 ქვეყნის მაშტაბით გამოიკითხა 10,200–ზე მეტი ადამიანი, წლოვანებით 16–დან 69–მდე. საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” კი ევროპაში ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა. მას დაახლოებით 57.8 მილიონი ფანი ყავს. “ბარსას”, მეორე ადგილზე მყოფი მადრიდული “რეალი” მოზდევს 31 მილიონი ფანით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2005/6 წლის გამოკითხვის დროს მადრიდელებს 48.6 მილიონი ფანი ყავდა.

ასევე ესპანური ფეხბურთის გულშემატკივარის 29 პროცენტი “ბარსელონასკენ” იხრება. ესპანეთში დაახლოები 5.5 მილიონი ფანი დაფიქსირდა. 2005/6 წლის კვლევის შემდეგ “ბარსას” კულეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მართალია შარშან “ბარსამ” უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა ვერ მოახერხა, მაგრამ მათი ფანების რაოდენობა 2008/9 სეზონის შემდეგ, 44.1 მილიონიდან 57.8 მილიონამდე გაიზარდა.

საუკეთესო ხუთეული

1. ბარსელონა – 57.8 მილიონი
2. რეალი – 31.3
3. მანჩესტერ იუნაიტედი – 30.6
4. ჩელსი – 21.4
5. ბაიერნი – 20.7

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში