workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცვლილება სიახლეების წერის წესებში

ცვლილება სიახლეების წერის წესებში

მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ ამიერიდან ჩვენს საიტზე იცვლება სიახლის დამატების წესები. დღეიდან, ყველა მომხმარებელს არ შეეძლება სიახლის დამატების უფლება. სიახლის დამატების უფლების მოსაპოვებლად უნდა მოგვწეროთ სკაიპით და თქვენ მიიღებთ ერთთვიან გამოსაცდელ ვადას. ამ ერთი თვის განმავლობაში, თქვენს მიერ დაწერილი სიახლეები შემოწმებული იქნება მოდეარატორების მიერ. თუ გამოსაცდელ ვადაში თავი კარგად წარმოაჩინეთ, ადმინისტრაცია მოგცემთ მწერლის სტატუსს, რის შემდეგაც, მოდერატორების ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად შეგეძლებათ საიტზე სიახლეების გამოქვეყნება. ხოლო თუ ადმინისტრაცია თქვენი მუშაობით უკმაყოფილო დარჩა, სისტემა, ერთი თვის გასვლის შემდეგ, ავტომატურად ჩამოგართმევთ წერის უფლებას.

სანამ გამოსაცდელი ვადის მიღების შესახებ მოგვწერდეთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს გვერდი და ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნაწერი უნდა იყოს გრამატიკულად გამართული, რათა მოდერატორს არ მოუწიოს სიახლის თავიდან დაწერა. გრამატიკულად გაუმართავი სიახლე წაიშლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ასევე წაიშლება სიახლის წერის წესების დამრღვევი ნაწერიც.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში