workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სამშაბათს, “სიუტატ ესპორტივა”–ზე გაიმართა ამხანაგური მატჩი, რომელშიც მონაწილეობას “ბარსა ბ” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრები იღებდნენ. მატჩის შემდგომ ბრაზილიის ნაკრების რამდენიმე წევრმა ერთხმად აღნიშნა ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაში, რომელსაც რაფა ალკანტარა ქვია (17). რაფა ტიაგო ალკანტარას უმცროსი ძმაა. უმცროსი ალკანტარა მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა. ეს კი საკმარისი მიზეზი გახდა იმისათვის, რომ იგი კატალონიური გამომცემლობის, “სპორტ”–ის მთავარ გვერდზე გვეხილა. შეგახსენებთ, რომ რაფა წარმოშობით ბრაზილიელია.

“მატჩამდე რაფაზე არაფერი მსმენოდა, მაგრამ ახლა კი უკვე ვიცი, რომ არსებობს ისეთი მაღალი კლასის მოთამაშე, როგორიც რაფაა… ეტყობა ბრაზილიური გენები.” ღიმილით თქვა კარლოს ედუარდომ.

“მე არაფერი ვიცოდი ამ ფეხბურთელზე. მისი ხილვა მოედანზე ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი გახლავთ. ჩვენ ერთმანეთთან საუბარი მხოლოდ რამდენიმე წამით მოვახერხეთ. მე მას კარიერაში წინსვლას ვუსურვებ.” განაცხადა “ლივერპულელმა” ლუკას ლეივამ.

“რაფამ ჩემზე ძალიან სწრაფი და ჭკვიანი ფეხბურთელის შთაბეჭდილება დატოვა. მას წინ ნამდვილად დიდებული მომავალი ელოდება.” ეს სიტყვები კი “მილანელ” პატუს ეკუთვნის.

საბოლოოდ, რაფაელ და სილვამ თქვა, რომ მაზინიო აწარმოებს ნაღმს თავის ორ შვილთან ერთად. იგი დარწმუნებულია, რომ ეს 2 ტალანტი მომავალში, მსოფლიო არენაზე გაიბრწყინებს.

წყარო:TotalBarca.Com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში