workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანელებს ბრწყინვალე ნავარომაც ვერ უშველა

ესპანელებს ბრწყინვალე ნავარომაც ვერ უშველა

კალათბურთს ახალი მსოფლიოს ჩემპიონი ეყოლება. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები დღეს სერბეთის ნაკრებთან 92 – 89 დამარცხდა.

ესპანელებმა მატჩი არცთუ ისე კარგად ჩაატარეს, გულშემატკივარი “ფურია” როხასგან მიჩვეულია ლამაზ და შედეგიან თამაშს, ასევე “წითლების” დაცვაში კარგ თამაშს. შედეგიანობა იყო, ლამაზი თამაშიც ნაწილობრივ, მაგრამ დაცვაში ესპანელები ნამდვილად ვერ ბრწყინავდნენ. ძალიან ბევრი იყო უსუსური შეცდომები. აღსანიშნავია, რომ ვერ ითამაშა გუნდის ერთ–ერთმა მთავარმა დამრტყმელმა ძალამ რიკი რუბიომ, რომელმაც პირველი ქულა მატჩში მხოლოდ ბოლო პერიოდში მოიპოვა. ესპანელებისგან მხოლოდ და მხოლოდ სამი  კალათბურთელი ჩანდა გარბახოსა, რუდი და რათმაუნდა გუნდის უმთავრესი კალათბურთელი კარლოს ნავარო, რომელმაც 27 ქულის დაგროვება შეძლო. მეოთხე პერიოდამდე მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ სერბები გაიჭრნენ წინ 8 ქულით. ეს სხვაობა ნაწილობრივ ნავაროს წყალობით აღმოიფხვრა, მან ძალიან ეფექტური სამქულიანები მოათავსა კალათში, მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე არც იგი გამოდგა “რკინის კაცი”, როცა სხვაობა ორ ქულამდე დავიდა, ნავარომ სამ წამიან ზონაში შესვლის დროს შეცდომა დაუშვა და გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი შეტევა “გააფუჭა”.

მაშ ასე ესპანელები ემშვიდობებიან ტურნირს, ხოლო სერბები თურქებსა და სლოვენიელებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.სამი კატალონიელი კალათბურთელი მსოფლიო ჩემპიონატს ემშვიდობება (რიკი რუბიო, ვიქტორ ვასკესი, კარლოს ნავარო).

სერბეთი 92 – ტეოდოსიჩი (12), ბელიჩა (14), პეროვიჩი (2), ველიჩკოვი (17), სასტარტო ხუთეული – კრსტიჩი (13), ტეპიჩი (2), სავანოვიჩი (15), კასელი (17).

ესპანეთი 89 – რუბიო (3), რუდი (15), ნავარო (27),. გარბახოსა (18), მარკ გასოლი (13) სასტარტო ხუთეული – რეიესი (2), ვასკესი (4), მუმბრუ (3).

წყარო: Marca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში