“ბარსელონას” ცენტრალურ მცველს, პაუ კუბარსის, ესპანეთის ნაკრებში მიღებული ფიზიკური პრობლემის გამო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. 19 წლის ფეხბურთელმა ინგლისთან გამართული შეხვედრის (2-3) პირველი ტაიმის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კუბარსიმ თეძოს არეში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მისი შეცვლა გადაწყვიტა.
მატჩის დასრულების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ აღნიშნა, რომ პირველადი შეფასებით, კუბარსის მდგომარეობა საგანგაშო არ ჩანს. მიუხედავად ამისა, შესაძლო დაზიანების გამოსარიცხად დამატებითი გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას კუბარსის ფიზიკური პრობლემის აშკარა ნიშნები არ ეტყობოდა. გამოცემა ვარაუდობს, რომ დისკომფორტი შესაძლოა პირველი ტაიმის მიწურულს, ჰარი კეინის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისას წარმოქმნილიყო. ამ ეპიზოდში მსაჯმა ინგლისის ნაკრების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.
კუბარსი დღეს, 16 ნოემბერს, “ბარსელონაში” დაბრუნდება, სადაც კლუბის სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობით შესაბამის გამოკვლევებს ჩაიტარებს. სწორედ მათი შედეგები განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ახალგაზრდა მცველი უახლოეს მატჩებში მონაწილეობას.
კუბარსის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰანსი ფლიკისთვის, რადგან ახალგაზრდა ესპანელი “ბარსელონას” დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კატალონიური გუნდის მომდევნო შეხვედრა 22 ნოემბერს, “ვილიარეალის” წინააღმდეგაა დაგეგმილი.




გარსია-კრისტენსენი დადგებიან სავარაუდოდ ცენტრში, ვილარეალი მაინცდამაინც სახიფათო არაა, აი ატლეტიკოსთან განმეორებითში უნდა მოასწროს დაბრუნება;
მოვიშორებთ მაგ ნაჯახებს და მერე ეხმალაონ რეალს
ოოჰ ეს აკლდა ბარსელონას და ეგაა😅😅😅 ჩემი კაი კუნდე უნდა დააბრუნონ დაცვაში