workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაზილია ემზადება ამხანაგური მატჩისათვის

ბრაზილია ემზადება ამხანაგური მატჩისათვის

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები განაგრძობს მომზადებას “სიუდად დეპორტივოზე” დღევანდელი ამხანაგური მატჩისათვის “ბარსა ბ” – ს წინააღმდეგ.

ბრაზილიის ნაკრებში იქნებიან ცნობილი სახეები. შემადგენლობა მთლიანად ოპტიმალურია არა, მაგრამ ოპტიმალურთან მიახლოვებული ნამდვილად იქნება. გუნდში გამოძახებულნი არიან ალვეში და “ბარსას” ახალწვეული ადრიანო. რომელიც, სავარაუდოთ, მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს. ამ მატჩისათვის სათანადოდ ემზადებიან ლუის ენრიკეს შეგირდებიც, მათთვის ამ მატჩს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება. მათთვის ეს მატჩი კიდევ ერთი საცდელი მატჩი იქნება.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ლუკას ლეივამ განაცხადა, რომ “ბარსელონაში” თავს იგი ძალიან კარგად გრძნობს და აცხადებს, რომ კატალონიის დედაქალაქი ნამდვილად ლამაზი ქალაქია. “ლივერპულის” ჩამშლელმა ფეხბურთელმა ასევე ორი სიტყვით ისაუბრა ოქროს ბურთის თემაზეც და განაცხადა, რომ ამ ჯილდოს ჩავიერ ერნანდესი იმსახურებს.

შეგახსენებთ მატჩი დღეს თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს “ბარსელონას” არხი “ბარსა ტვ” წარმოგიდგენთ.

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში